დაგვიკავშირდით: (596 42 22 11)

ღარი

images

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: ღარი, წმენდაური.

მოსახლეობა: 393 კაცი, 137 კომლი

მოსახლეობა სოფლების რაოდენობით:  ღარი 348 (კაცი) 118 (კომლი), წმენდაური 45 (კაცი) 19(კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

კოორდინატები:  42°36′01″ ჩ. გ. 43°27′44″ ა. გ.

მდებარეობა: ზღვის დონიდან 940 მეტრის სიმაღლეზეა.

სოფლის ტერიტორია: გაშლილია  2750კვ.კმ-ზე.

ტაძრები: სოფლის სიახლოვეს მაღალ ტყიან გორის თხემზე მდგარა ძველი დროის ეკლესია, რომლის ნაშთიც კარგად შეინიშნება

ასევე სოფლის განაპირას მთის ძირას,იდგა გვიანი ფეოდალური ხანის  ღვთისმშობლის დარბაზული  ეკლესია.1827 წლის ი ჭიჭინაძის აღწერით: „  ყ-ჭ  ღვთისმშობლის  ეკლესია აშენებულა მდაბლის ქვითა და კირით.განაახლა თავადმა ელიზბარ ჯაფარიძემ“ ტაძარი ჯაფარიძეთა კარის  ეკლესია ყოფილა.დღეს მისი ფონდამენტი მიწითაა დაფარული

სოფელში იდგა ძველი მთავარანგელოზის ეკლესიარომელიც სავარაუდოდ XVIII  საუკუნეში დანგრეულა და მის ადგილას ხის ტაძარი აუგიათ 1849 წელს მიტროპოლიტ დავითის აღწერით : „ მთავარანგელოზის ეკლესია შტატის ხისა არის ძველი და უსახოდ აშენებული“ 2000 -იანი წლის ბოლოს სოფლის მოსახლეობის დიდი მონდომებით აშენდა მთავარანგელოზის  მშვენიერი ბაზილიკური  ტაძარი საუკეთესო გალავნით.

ღარის მთავარანგელოზის ეკლესიაში მოღვაწეობდნენ მღვდლები:  სამხარაშვილი მარკოზი ( ? – 1828 წ), მაქარაშვილი იოანე – (1813 – 1865 წწ), ნანუკაშვილი გრიგოლი – (1831 წ ) , ნანუკაშვილი  იოსები – ( 1851 – 1872 წ),  ნანუკაშვილი გრიგოლი ( 1872 – 1905 წ),მინდელი ნესტორი ( 1905 – 1911 წწ), გორდეზიანი მათე ( 1911 წ ), მეტრეველი გრიგოლი  ( 1911- 1917 წწ).

 

საზღვრები:

ჩრდილოეთით- ესაზღვრება კოზიხოხის მთა.

სამხრეთდასავლეთით – მდინარე რიონი.

აღმოსავლეთით– სოფელი ონჭევი.

გეოგრაფია

ძველად სოფელი ძირითადად გაშენებული იყო ღარულას მარჯვენა მხარეს მდებარე ნამოსახლევი სერის გაყოლებასა და მის კალთაზე,საიდანაც მოსახლეობა თანდათანობით მდინარის ჭალებზე ჩამოსახლდა  .მათ დაემატა სოფ.კვაჟიდან  ჩამოსახლებულებიც და მთლიანად  შეივსო არტუანსა( ძველად ცალკე პატარა სოფელი) და ღარს შორის არსებული ტერიტორია.

ისტორია

ღარი ერთ-ერთი უძველესი ადგილია რაჭაში.აქ ნაპოვნია კოლხურ- ყობანური ტიპის პირმოკაული ბრტყელი ცულები დათარიღებული ძვ.წ II  ათასწლეულის დასასრულით.ასევე შემთხვევით ნაპოვნია  ძვ.წ. IV_V საუკუნეების მეტად საინტერესო ვერცხლის ნივთი (ე.წ. ყანჩა) კოსმეტიკური დანიშნულებისთვის,სავარაუდოა,რომ ღარის მიწა უფრო ძველია და შემდგომი დროის კულტურის ნაშთებსაც ინახავს.

ძველად სოფელი ძირითადად გაშენებული იყო ღარულას მარჯვენა მხარეს მდებარე ნამოსახლევი სერის გაყოლებასა და მის კალთაზე,საიდანაც მოსახლეობა თანდათანობით მდინარის ჭალებზე ჩამოსახლდა  .მათ დაემატა სოფ.კვაჟიდან  ჩამოსახლებულებიც და მთლიანად  შეივსო არტუანსა( ძველად ცალკე პატარა სოფელი) და ღარს შორის არსებული ტერიტორია

ღარში ბევრი უბანია გვაროვნული ნიშნით ჩამოყალიბებული: ჯელაძეების, მეტრევლების,  ჩიტალაძეების,  სამხარაძეების,  მაქარაშვილების, ჯაფარიძეების, მარკოიშვილების,  არჩვაძეების, კაკრიაშვილების, ორდინიძეების, კუნკულიშვილების ( გვარის ჯაფარიძე ვისიანთობის აღმნიშვნელია)

ღარის ტერიტორია რომელიც მთლიანად მოიცავს მდ. ღარულას აუზს,საკმაოდ ვრცელია და ადრე აქ რამდენიმე ძველი სოფელი არსებობდა. ვახუშტი ბატონიშვილი რუკაზე მიანიშნებს ცალკე დასახლებულ პუნქტებს- როფაქეთს (მდინარის მარცხენა მხარეს), ურიშსა და ჭალისუბანს (მდინარის მარჯვენა მხარეს),როგორც ირკვევა,  როფაქეთი იგივე ორჭეისია,საიდანაც მოსახლეობა სოფ.ონჭევში გადასულა საცხოვრებლად.ამ ადგილს დღეს ფაქუეთს ეძახიანდა სათიბ-საძოვრად გამოიყენება,ურიში და ჭალისუბანი  მოგვიანებით ღარის შმადგენელ უბნებად იქცა.აქ სახლობდნენ ჩიტალაძეები , ალიხანაშვილები,  მაქარაშვილები,გამყრელიძეები და ჯაფარიძეებითემში ჩამოედინება მდინარე ღარულა, რომელიც მდიდარია თევზით. ბევრია წყაროს წყალი, მჟავე წყლები, განსაკუთრებით კი, აღსანიშნავია ერთი წყარო, რომელსაც გოგირდის წყალს ეძახიან. ეს წყალი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით..

ღარში მრავლადაა სალოცავები,ნამოსახლევის სერზეა „ საელიო“ და „ საჯვარე“ ( მთავარანგელოზი) ორდინიძეების უბანში,ღარულქას პირასაა სალოცავი „ საკვირაო“ სადაც ტარდება წმ. კვირიკეს დღესასწაული ( „კვირიკობა“). ღარულას ხეობის ზემო წელშია რაჭაში ფართოდ \ ცნობილი სალოცავი „ საჯვარე“ , სადაც ყოველ წლის  ზაფხულში იმართება .სოფელ ღარში დამკვიდრებული კუთხური დღესასწაულია, რომელიც ,,საჯვარეობის” სახელითაა ცნობილი.
არსებობს ბალადა, რომ ერთი გამორჩეული ვაჟკაცი, განთქმული მშვილდოსანი სანადიროდ წავიდა სოფლიდან მთაში. ,,კვაჟას” მთის ძირში შეისვენა და ტკბებოდა ბუნების სილამაზით, განაგრძო გზა და მიადგა წყაროს, ჩამოჯდა წყაროს პირას და ელოდებოდა ნადირის გამოჩენას, უცებ მოესმა ხმაური და დაინახა ქორბუდა. . . დაუმიზნა ისარი, მაგრამ მოესმა ხმა; მთავარანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, ეცნობებინა სოფლისათვის, რომ ნახა ღვთისაგან კურთხეული ადგილი, სადაც მთელი სოფლის მამაკაცებს უნდა ელოცათ წელიწადში ერთხელ შაბათ დღეს და მოენანიებინათ ცოდვები, ხოლო კვირას მთელი სოფელი მისულიყო სოფლის გორაზე, იქ დახვედროდა სალოცავად წასულ მამაკაცებს და ერთად ელოცათ სოფლის საკეთილდღეოდ.
მონადირე დაბრუნდა სოფელში და აუწყა მთავარანგელოზის დანაბარები, რომელიც ერთხმად ირწმუნა და გაითავისა სოფელმა. დადგინდა რომ ყოველ წელიწადს აღდგომიდან მერვე კვირას დამკვიდრებულიყო დღეობა და მთავარანგელოზის მადლით
დაერქვა ,,საჯვარეობა”.
იმ დღიდან მოყოლებული სოფელი ყოველ წელიწადს ზეიმობს ამ დღეს.

XX  საუკუნემდე ღარში სახლობდა შემდეგი გვარის ხალხი: ალიხანაშვილი, არჩვაძე,ბურდილაძე, გამყრელიძე, ელიზბარაშვილი, ერისთავი, ვახტანგიშვილი, იოთამიშვილი,კაკრიაშვილი, კოკონაშვილი, კუნკულიშვილი ( ჯაფარიძეების ვისიანთობის აღმნიშვნელი გვარია), კურცხალია, ლიპარიშვილი, მარკოიშვილი, მაქარაშვილი, მეტრეველი, ორდინიძე, სამხარაშვილი(სამხარაძე), ტურძილაძე, ქარჩხაძე, ქველიშვილი,ჩიკვაიძე,ჩიტალაძე,ცხვედიანი, ჭელიძე,ჯაშიაშვილი, ჯაფარიძე  ჯელაძე. ღარიდან არიან გამოსული შესანიშნავი პიროვნებები: ჯაფარიძე უჩა- დიდი ქართველი  სახალხო მხატვარი,   ჯაფარიძე მალაქია- პედაგოგი პედაგოგი,საზოგადო მოღვაწე, ჯაფარიძე გოჩა -ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი,აღმოსავლეთმცოდნე,მაქარაშვილი მერაბი- ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი,რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი, მარკოიშვილი მანუჩარი-კალათბურთელი,საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გუნდის წევრი და სხვა.

 

გამოჩენილი ადამიანები:

ღარიდან არიან გამოსული შესანიშნავი პიროვნებები: ჯაფარიძე უჩა- დიდი ქართველი  სახალხო მხატვარი,   ჯაფარიძე მალაქია- პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ჯაფარიძე გოჩა -ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი,აღმოსავლეთმცოდნე,მაქარაშვილი მერაბი- ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი,რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი, მარკოიშვილი მანუჩარი-კალათბურთელი,საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გუნდის წევრი და სხვა.

 

11249481_996309210414326_7914654944276426759_n 12592307_1168227166555862_1003647306317489243_n1925272_1015207965191117_581388686333015937_n11073129_956477294397518_4266115579811892968_n11083890_957241614321086_1552537393831523661_n11156303_980615288650385_7085206753991864809_n10988436_956470807731500_7201563835428776065_n10995104_956477511064163_909184392447155291_n11060299_956476914397556_8057224617883446826_n1507928_956471134398134_7128358659146997371_n