დაგვიკავშირდით: (577 37 78 71)

       საკაო

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუნი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: საკაო, ხიდეშლები, მაჟიეთი, ბორცო, ლაგვანთა.

მოსახლეობა: 179 კაცი.  74 კომლი

მოსახლეობა სოფლებბის რაოდენობით: საკაო 50  (კაცი) 28 (კომლი), ხიდეშლები 18 (კაცი) 5 (კომლი), მაჟიეთი 19 (კაცი) 13  (კომლი), ბორცო  13 (კაცი), 5 (კომლი, ლაგვანთა 79 (კაცი), 23 (კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: – ქართველი 99 %

კოორდინატები:

მდებარეობა: ზღვის დონიდან 1320 მეტრ სიმაღლეზე

ტერიტორია: გაშლილია 18038,92 კვ.კმ-ზე

ტაძრები:   საკაურას ხეობაში უამრავი ქრისტიანული ტაძრის ნაშთია შემორჩენილი დაწყებული განვითარებული შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნემდე, საკაოში მოქმედებდა  დიდი მონასტერი „სამზიაროს უდაბნოს“  სახელით. სავანის X საუკუნის  წმ. გიორგის დარბაზულმა ეკლესიამ  XX  საუკუნემდე მოაღწია დაზიანებული სახით, გადმოცემებით ის ერთ დროს დამეწყრილა.  „სამზიაროს  წმ.გიორგის ეკლესიის ფასადეზე შემორჩენილი იყო ძალზედ საინტერესო რელიეფები და ლაპიდარულ წარწერებიანი ქვები. 1827 წლის იოსებ ჭიჭჳბაძის აღწერით „ წმ.გიორგის აღწერით წმ.გიორგის ძველი ეკლესია აშენებულია სპონტიკის ქვით. შეიძლება დაკერება“. 1920 -იან წლებში კი გ.ბოჭორიძე წერდა: „ საკაოს  წმ. გიორგის ეკლესია დარღვეულია ყოველ მხარეს და დაქცევა მოელის. სამწუხაროს ასეც მოხდა.

მონასტრის სიახლოვეს ,ადგილ ნაონებში ყოფილა 1858 წელს ხით აგებული ასევე წმ. გიორგის საყდარი, რომელიც 1920-იან წლებში დაუშლიათ ათეისტებს და მისი მასალა სკოლის  მშენებლობაზე გამოუყენებიათ.

სოფლის ზემოთ დგას ახალი დროის ქაშუეთის წმ.გიორგის დარბაზული ეკლესია,იგივე საკაოს „ ქაშუეთის მთავარმოწამე“. ტაძარი აგებულია ძველი ეკლესიის ადგილას.როგორც მკვლევარი გ.ბოჭორიძე წერს: „ მისი საძირკველის გათხრის დროს აღმოჩენილა ერთი ადამიანის აკლდამა,რომელშიც ყოფილა ბრინჯაოს ნივთები: ცული , სამკაულები,  მშვილდი, ისარი და სხვა.

საკაოშია  ღვთისმშობლის  სახელობის პატარა ეკლესია

სოფლის ზედა უბაში მდგარა ახალი დროის საყდარი,ჯაფარიძეთა კარის ეკლესია ყოფილა. 2010 -იანი წლების დასაწყისში  მის ადგილას გოგა გუგეშაშვილის სახსრებით აიგო  ახალი ტაძარი., კიდევ ერთი ახალი გუმბათიანი ეკლესია შენდება სოფლის განაპირას.ტაძარი იგება წმ.გიორგის სახელზე,ქტიტორი მევლუდ ბერელიძე

მას შემდეგ საკაოს სავანემ შეწყვიტა არსებობა  მონასტრის წმ.გიორგის ეკლესია სამრევლო ტაძარია და ემსახურება საკაურას ხეობის სოფლებს.  აქ მოღვაწეობდნენ  მღვდლები : გორდეზიანი მათე ( 1802 – 1852 წწ), აბესალაშვილი დავითი (1810 – 1842 წწ), გორდეზიანი გიორგი ( 1814 – 1861 წწ), ნანუკაშვილი გიორგი ( 1826 წ) , გორდეზიანი დავითი ( 1820 – იანი წლები),  გოგრიჭიანი იოსები ( 1855წ) , კერესელიძე გრიგოლი ( 1816- 1867 წწ), ჯაფარიძე სოლომონი ( ( 1867 – 1873 წწ), რეხვიაშვილი მიხეილი ( 1873- 1875 წწ), გობეჯიშვილი თადეოზი ( 1875 – 1879 წწ), გორდეზიანი ნიკოლოზი ( 1879- 1913 წწ), გორდეზიანი ნესტორი ( 1913 – 1917 წწ) საკაოს წმ.გიორგის  X  საუკუნის უნიკალური ხატი ინახება თბილისის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში,გარკვეული არქეოლოგიური მასალა კი ქუთაისის  ბერძენიშვილის  სახელობის ისტორიულ მუზეუმში. ძვ.წ.აღ მე-8- მე-7 საუკუნეების კოლხური ცულები  დაცულია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

საკაოში სამ ადგილას ლაღიანთა, საჯვარე და წინასაკაოში ოდესღაც არსებობდა ციხეები თავდაცვითი დანიშნულების ამჟამად აქ მხოლოდ ციხის ნანგრევებია.

საკაოში მდ.ბოდეურაზე  და დიდრუზე  მრავლადაა გვრიტაწისქვილები ანუ წისქვილების კომპლექსები.

გეოგრაფია.

სოფელი საკაო მდებარეობს მდინარე საკაურას  მარცხენა მხარეს. დასავლეთიდან  ესაზღვრება სოფელი მაჟიეთი.  ზღვის დონიდან 1320 მ. ონიდან 10 კმ.დაშორებულუი.

მდინარეები: მდინარე საკაურა და მდინარე ბოდეურა

ისტორია:  ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVII საუკუნიდან.  საკაო ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ადგილია რაჭაში. აქ აღმოჩენილია  ადრინდელი ნეოლითური ხანის ადამიანის ნაკვალევი  ღია სადგომი.,რომელიც ბოლომდე არ არის შესწავლილი მეცნიერულად.  სოფლის ტერიტორიაზე სხვა  ეპოქათა  კულტურის ნივთიერი მასალაცაა  შემთხვევით ნაპოვნი, მათ შორისაა ბრინჯაოს  კოლხური ცული და  მეტად საინტერესო ბრინჯაოს ხარ-ირმის სკულპტურული გამოსახულება,მკვლევარები მას საკულტო – სარიტუალო  დანიშნულების ნივთად მიიჩნევენ და ძვ. წ. VIII – VI საუკუნეებით ათარიღებენ.  აღმოჩენილი ნიმუშები დაცულია  ს.ჯანაშიას სახელობის თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ,ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

 

გამოჩენილი ადამიანები: საკაოდან არიან ცნობილი ადამიანები: გორდეზიანი იასონი – დამსახურებული აგრონომი,დაამთავრა ვერსალის სამეურნეო ინსტიტუტი,მუშაობდა პარიზისა და ლონდონის ბოტანიკურ ბაღებში,1913 წლიდან მუშაობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის გაშენებაზე,გორდეზიანი რისმაგი –  ფილოლოგი, ბიზანტიოლოგი, აკადემიკოსი, გორდეზიანი  ბენო –  კუბისტი და კუბოფუტურისტი ქართული შრიფტის მკვლევარი, მხატვარი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხელოვნებათმცოდნე,  მის მიერ  1924 წელს შესრულებულია უნიკალური კუბისტური ნამუშევარი „ცხრაწყარო“ დაცულია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ჯაფარიძე გიორგი – აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი ჯაფარიძე გია- მხატვარი საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საკაოს სასაფლაოზე განისვენებს ალპინისტი გიორგი ბაქრაძე

გორდეზიანი  ლევანი- ისტორიის დოქტორი პროფესორი.ბერელიძე მევლუდი – ფიზიკოსი, აბესალაშვილი გია-  ცნობილი მსახიობი და სხვა, სოფ საკაოში შეხვდებით უნიკალურ ეთნოფორებს.

 

გვარები:    საკაოს მკვიდრი გვარებია: ბერელიძე , აბესალაშვილი,  გუგეშაშვილი, ბერიშვილი,, გორდეზიანი, თვალდამწვრივიშვილი( იგივე კოხტაშვილი) ინატაშვილი, კიკოშვილი, სეხნიტიშვილი,ხუციშვილი,ჯაფარიძე,