დაგვიკავშირდით: (577 37 78 71)

გომი

download (1)

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები:  გომი, ჯინჭვისი.

მოსახლეობა: 140 კაცი, 87 კომლი

მოსახლეობა სოფლების რაოდენობით:  გომი 47 (კაცი) 24 (კომლი), ჯინჭვისი 93 (კაცი) 63 (კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

მდებარეობა: ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლეზეა.

სოფლის ტერიტორია: გაშლილია  3104,3 კვ.კმ-ზე.

ტაძრები: სოფლის თავს, ზედუბანში არის ციხის ნანგრევები, რომელსაც ზედა ციხეს უწოდებენ, უფრო ზევითაა ადგილი ნახიზარევი, რაც მიანიშნებს სახიზნავის არსებობას უწინ. საინტერესო იქნება გომის არქეოლოგიურად შესწავლა,როგორც მეცნიერე გიორგი ბოჭორიძე  აღნიშნავს, წმ.გიორგის ეკლესიაში ინახებოდა ბრინჯაოს სამაჯურები, ღილები,ბეჭდები და სხვა სახის ძველი ნივთები.ადგილ ურმიჭეჭყიაში კი უპოვიათ  სპილენძის ზოდები

სოფლის თავს არის ადგილი მაჭარმაკევი,სადაცაა სალოცავი „ ზედა წმ. გიორგი“,ასევე სოფლის განაპირასაა ნასაყდრი“,დღეს აქ საყდრის რაიმე ნაშთი აღარ შეინიშნება.

სოფლის ზევით ტყის პირას დგას დაახლოებით საუკუნის წიმ აგებული გაბრიელ მთავარანგელოზის  ხის  საყდარი.

სოფლის განპირს იდგ ძველი წმ.გიორგის დარბაზული ეკლესია,ნაშენი შირიმის თლილი ქვისგან 1849 წელს, მიტროპოლიტ  დავითის აღწერით „ ეკლესია არის ძველი და ოთხივე კუთხით დარღვეული“ ტაძარი იდგა დაბალ და დამრეც  სერზე,რომელიც მდ. გომრულასკენ ეშვება და მისგან 200 -მდე მეტრითაა  დაშორებული. ეკლესიის დაზიანების შემდეგ  მის კედლებს შორის 1870 წელს ჩაუდგამთ ხისგან ნაგები საყდარი. მოგვიანებით ,1920 -იან წლებში  ისიც მოუხსნიათ და სოფ. კვაჟაგომში გადაუტანიათ სკოლის ასაშენებლად.ტაძრის სიახლოვეს  დგას ძალიან დიდი ურთხელი,ერთ-ერთი დიდი რაჭაში .

გომის წმ.გიორგის ეკლესიის მღვდელმსახურები იყვნენ: ქრისტესია გავაშელიშვილი( 1817 – 1840 წწ),  გიორგი ლიპარიშვილი ( 1826 წ) შოთა რეხვიაშვილი ( 1820 – იანი წლები) ,  ქრისტეფორე გავაშელიშვილი  ( 1840 – 1865 წწ),  სიმონ ალავიძე ა9 1865 –  1878 წწ) , იოსებ გამყრელიძე (  1878 -1886 წწ ) ,  სიმონ გოგრიჭიანი ( 1886 – 1892 წწ), ვასილ მურუსიძე ( 1892 – 1896 წწ), ნიკოლოზ ჭელიძე ( 1896 –  1901 წწ) , იოანე მეტრეველი (  1901 – 1912 წწ) ,  იაკინთე კანდელაკი ( 1912 –  1915 წწ), სოგრატ გამეზარდაშვილი ( 1916-1917 წწ) , თადეოზ ბაკურაძე ( 1916- 1917 წწ).

საზღვრები:

აღმოსავლეთი – ეკვრის ჯავის

დასავლეთი – ამბროლაურისა და ლენტეხის      

სამხრეთი – საჩხერის მუნიციპალიტეტები

ჩრდილოეთი – ყაბარდო-ბალყარეთისა დაჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკები

ისტორია

1917 წლამდე ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1917 წლიდან 1928 წლამდე — რაჭის მაზრაში, 1929 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წლის მარტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით — ქუთაისის ოლქში, 1930 წლის ოქტომბრიდან — იყო დამოუკიდებელი რაიონი. 1963-1964 წლებში შედიოდა ამბროლაურის რაიონში. 1965 წლიდან გამოიყო დღევანდელი საზღვრებით და იყო დამოუკიდებელი რაიონი. 1991 წელს მას შეუერთდა ჯავის რაიონის ტერიტორიის ნაწილი, 36 კვადრატული კილომეტრი, კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოები.

გომში მცხოვრები შემდეგი გვარებია: ჩიხრაძე მეტრეველი,გამყრელიძე, გავაშელიშვილი,ლიპარიშვილი, მაღალდაძე, ნიავაძე,რეხვიაშვილი,ჯაფარიძე,ჯოხაძე

გამოჩენილი ადამიანები:

გომიდან არიან გამოსული  წარმატებული ადამიანები: ჩიხრაძე გიორგი_ გეოლოგია- მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი , მაღალდაძე ზაური ბეზნესმენი. ჩიხრაძე ვახტანგი ფილოლოგი,ლექტორი, ჩიხრაძე ბესო ბიძნესმენი  საფეხბურთო გუნდის „ გაგრა“ პრეზიდენტი ჯოხაძე კარლო ინჟინერ-მშნებელი და სხვა.

download (2)  download (3)  download  maxresdefault