დაგვიკავშირდით: (599224842)

გლოლა

23823855_317051282106134_602728888249876480_n

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: გლოლა

მოსახლეობა: 283 კაცი, 115 კომლი

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

კოორდინატები: 42°41′59″ ჩ. გ. 43°38′29″ ა. გ.

მდებარეობა: ზღვის დონიდან  1280 მ სიმაღლეზეა.

სოფლის ტერიტორია: გაშლილია  17367,28 კვ.კმ-ზე.

ტაძრები: ზედქალაქს  მრავლადაა როგორც ციხესიმაგრეთა ისე საცხოვრებელ  ნაგებობათა  ნანგრევები და მათ შორის განვითარებული  შუა საუკუნეების  წმ.გიორგის ეკლესია,რომელთაგანაც მხოლოდ კედლების მცირე ნაწილია დარცენილი,კარგადაა შემორჩენილი ე.წ.   ბერის საყდარი,პატარა ზომის ( 3.6. x  2.2 მ ).დარბაზული  ეკლსია.დღეს მას სულტანეთ წმ.გიორგით მოიხსენიებენ. საყდრის კედელზე იყო  შენახული XX  საუკუნის დასაწყისამდე  თამარის დროინდელი ფრესკული მხატვრობა,თვით თამარ მეფის ბრწყინვალე გამოსახულებით, 1902 წლის წერილობით წყაროებში იკითხება რომ გორის მეორე გვერდზე იმყოფება პატარა სამლოცველო,რომლის საოცარი მხატვროვა იქცევდა ყურადღებას, თუმცა დროთა ვითარებას და სამლოცცველოს უყურადღებოდ მიტოვებას თავისი დაღი დაუსვამს ამ საოცარ ძველებურ ნაშთისთვის.

გლოლის ტერიტორიაზე  ბლომადაა სალოცავები: ქვაქვაბი იგივე (ქოქვაბი), მუხიჯვარი,  პირყვითელი ქვემოშირალაისა, შემოქმედი ბოყოსა , ბიძიე თედორბატონი, ელიაწმინდა,ჯერგომის წმ.გიორგის სალოცავი,

სოფლის დასავლეთით იქ სადაც ახალი უბანი გორიბოლოა იდგა წმ.გიორგის ეკლესია,ე.წ.  შხელის წმ.გიორგი,რომელიც ითვლებოდა და ითვლება ძლიერ სალოცავად.აქ თენგიზ გავაშელის ქტიტორობით აიგო ახალი ბაზილიკური ტაძარი.

ე.თაყაიშვილი აღწერს რომ მას გლოლაში უამბეს შემდეგი სოფლის ზემოთ 7 ვერსის მანძილზე ყოფილა პატარა ნიშის მსგავსი ეკლესია მამაწმინდა,შიგნით ყოფილა მტრედის მსგავსი ქანდაკება , რომელიც ოსწბს მოუპარავთ.უფრო ადრე კი(1889 წ) პრასკოვია უვაროვა წერდა „ გლოლიდან რამდენიმე ვერსით დაშორებულია ძველი ეკლესიის  მამაწმინდას ნანგრევები. მამაწმინდა  ბოყოსწყლის ხეობაში უნდა ყოფილიყო.

ნასოფლარ ბუბაში იდგა განვითარებული შუა საუკუნეების „ ბუბის ჯვარი“ შესანიშნავი დარბაზული ეკლესია.უწინ  აქ  მონასტერიც ნ იყო.დღეს ტაძრიდან დარჩენილია კედლების ნაწილი.

სოფლის ძველ უბანში ჯვარიყანაში იდგა  გვიანი ფეოდალური ხანისღვთისმშობლის შობის დარბაზული ეკლესია.როგორც მღვდლები გრიგოლ წერეთელი და იოანე კანდელაკი აღნიშნავენ1838 წელს ტაძრის კედლები დაბზარული ყოფილა მაგრამ ცოტა მოგვიანებით გაუმაგრებიათ .XIX საუკუნის საეკლესიო წიგნებში ტაძარი მოხსენიებულია,როგორც ნათლისმცემლის ეკლესია,რაც შეცდომა უნდა იყოს.1920 იან წლებში საყდარი კოლმეურნეობის საწყობად უქცევიათ, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია ბოლო  ხანებამდე   მხოლოდ  კედლების ნაწილიღა არის დარჩენილი. 2010 -იანი წლების დასაწყისში ამირან   გიორგაძის სახსრებით და სოფლის მოსახლეობის ხელშეწყობით  აიგო ახალი ბაზილიკური ეკლესია.

 

ისტორია

ისტორიულ წყაროებში იხსენება XVI საუკუნიდან. გლოლის ტერიტორია მთლიანად მოიცავს ჭანჭახის ხეობას სადაც უხვადაა წიწვოვანი და  შერეული ტყის  მასივები.სოფლის დაარსების შესახებ არსებობს რამდენიმე  ფართოდ გავრცელებული  ერთმანეთის მსგავსი ვერსია.,რაც უკავშირდება  საქართველოს ძლევამოსილ მეფეებს- დავით აღმაშენებელს და  თამარ დედოფალს..თქმულების რაღაც ნაწილი შეიძლება გავიზიაროთ,მაგრამ ვერ დავიჯერებთ,რომ გლოლის ისტორია XI – XII  საუკუნეებიდან იწყებოდეს,რადგან ჭანჭახის ხეობა გაცილებით ადრეა ათვისებული ქართველი ტომების მიერ.

გლოლის ძველი და გამორჩეული ადგილია ძედქალაქი.დიდი გორა მდ. ბოყოსწყალის მარცხენა ნაპირზე, ჭანჭახის შესართავთან.სწაორედ მას მოიხსენიებს ვახუშტი  ბატონიშვილი : „ არს გლოლა დაბა მსგავსი ციხისა კოშკოვან- გოდლოვან  ზღუდიანი.შიგ ეკლესია აღვსილი  ოქრო-ვერცხლის ხატითა და ჯვრითა და წიგნებითა,ძველათვე  ხიზნულნი. ვიწრო და შეუვალნი მტერთაგან“

გლოლის ვრცელ ტერიტორიაზე ნასოფლარები ბუბა, სამაროვანი  ჟღიდა, ტყისთავი, ღადისარი, ძრიწელა, ხუნთიბუმი, ნოწარა, ღურშევი.

გლოლაშია კურორტი შოვი რომლის დაარსებაც დაკავშირებულია საზოგადო მოღვაწისა და ექიმის  სიმონ  ( შამშე) ლეჟავას მოღვაწეობასთან.

რიონის მარცხენა ნაპირზე მდ.ჭანჭახის შესართავთან  დიდ დავაკებაზეა ადგილი საგლოლო,ანუ მთარაჭის სოფლების გზაგასაყარი..საგლოლოს ოდითგანვე დიდი დატვირთვა ქონდა   XX  საუკუნეში კი აქ მოქმედებდა  საავადმყოფო.,ფოსტა-ტელეგრაფი,ბავშვთა ბანაკი,ხე- ტყის სახერხი პურის საცხობი    ჭანჭახის ხეობა გეოლოგიურად ბოლომდე არაა შესწავლილი.აქ გამოვლენილი  წიაღისეულიდან  უნდა გამოვყოთ  ბუბის მოლიბდენი, ბუბის  და ბოყოს სტიბიუმი, ჩაჩხვისა და ბოყოს ვერცხლისწყალი,წითელმთას  მოსაპირკეთებელი ქვა,როგორც ტიმოთე  გაბაშვილი აღნიშნავს („ გლოლაში ვერცხლის ლითონი იჭრის“).გლოლაში  ვერცხლის საბადოც ყოფილა. სოფელი მდიდარია სხვადასხვა  შემადგენლობის მინერალური წყლებით.

ხალხური გადმოცემის ერთ-ერთი ვერსიით მთიელებში მოგზაურობის დროს თამარ მეფეს, გლოლიდან 10 ვერსის მოშორებით სამაროვანში (ადგილის სახელია) შეუსვენია. თამარს აქ მოუკითხავს საბალახოდ გაშვებული ჯორები. მეფის თანამგზავრებს ბევრი ძებნის შემდეგ, ჯორები გლოლაში უპოვნიათ, მჟავე წყლებთან (ვეძასთან) მწოლარე, თამარს გაუსინჯავს მჟავე წყალი და ძალიან მოსწონებია, უბრძანებია იმ ადგილზე ეკლესიის აშენება. თანამგზავრთაგან ერთ-ერთი, სახელად ბერი ეკლესიის მშენებლობის მეთვალყურედ დაუტოვია, ბერთან ერთად დარჩენილა ბერის ბიძა და ერთი მოსამსახურე ბიჭი. გადმოცემით, ამ სამი კაცისაგან გამრავლებულა და მოშენებულა გლოლა. მათი შთამომავალნი, წინაპართა სახელებისაგან წარმომდგარი გვარსახელებით აქ დღესაც ცხოვრობს. ბერის შთამომავალნი იწოდნენ ბერიშვილებად, ბიძისაგან — ბიძიშვილებად, ხოლო ბიჭისაგან — ბიჭაშვილები.

გლოლის დაარსების შესახებ სხვა თქმულება-გადმოცემებიც არსებობს, მაგრამ მათ შორის, უფრო სწორი და დამაჯერებელი, მეცნიერულად გამართლებული მოსაზრება მისი სვანური წარმომავლობის აღიარება უნდა იყოს.

„ღები — წერს ბ. ნიჟარაძე, — ერთადერთი მაგალითი როდია, სოფელთა სვანურად სახელწოდებისა რაჭის მაზრაში… სოფელი გლოლა / სვანურად — გლოლა დაფერდება, მოფერდო/ ადგილია“[5].

გლოლის სვანური წარმომავლობის ბ. ნიჯარაძის ცნობას იზიარებს ს. მაკალათიაც.

მართლაც ესეთ მოფერდო ადგილზეა გაშენებული ძველი გლოლა. ამიტომაც მისი სახელისა და თვით გლოლის ძველი მოსახლეობის სვანური წარმომავლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

გლოლის მნახველს მთელი სიდიადით თვალწინ წარმოუდგება „ზედქალაქად“ წოდებული მაღალკლდოვანი კონცხი უძველესი ციხე-კოშკებისა და ეკლესიის ნანგრევების გრანდიოზული სანახაობით.

გლოლა იყოფა ორ ნაწილად, ძველი სოფელია ბოყოს უბანი, ქვემო და ზემო შვირალა კი გლოლის ახალი დასახლებებია მდ. ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე. ძველ და ახალ გლოლას შორის აღმართულია მაღალკლდოვანი კონცხი — ყვირეთის ქედის ნაწილი. ამ ბორცვსა და მასზე ნაგებ ციხე-კოშკებს, ეკლესიას, „ზედქალაქს“ ეძახიან. აქ მაღლა გორაზე იდგა წმ. გიორგისა და მიქელ-გაბრიელის დარბაზული ეკლესიები. გლოლის ამ ეკლესიებზე ვახუშტი ბატონიშვილი წერს:

„შიგ ეკლესია, აღვსილი ოქრო-ვერცხლის ხატითა და ჯუარითა, და წიგნებითა, ძველთაგანვე ხიზნულნი.“

1902 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ე. ვაშაკიძე მოიხსენიებს გლოლის წმინდა გიორგის ეკლესიაში თამარ მეფის ფრესკას, ამის შესახებ მოგვიანებით ს. მაკალათია დასწერს: „მთის რაჭა საზოგადოდ ღარიბია ფრესკოვანი ძეგლებით და გლოლის პატარა ეკლესია ამ კუთხეში ერთადერთი ძეგლია, რომელიც მართლაც შემკულია მაღალმხატვრული ფრესკებით[6].“ დღეს ეს ადგილი თავის სიძველეთა გადმონაშთებით ნანგრევებად არის ქცეული.

საყურადღებოა, რომ „ზედქალაქად“ წოდებული საგანგებოდ შერჩეული გლოლის მაღალკლდოვანი კონცხი, მასზე ნაგები ციხე-გალავნით, წარმოადგენდა აგრეთვე ძლიერ საბრძოლო-თავდაცვით და სათვალთვალო-სადაზვერვო სიმაგრეს, საიდანაც კარგად მოჩანდა მდ. ჭანჭახის ხეობით მიმავალი ყველა გზა, თითქმის მამისონის უღელტეხილამდე.

„ზედქალაქის“ ბორცვზე აღმართული ყოფილა ქვითკირით მყარად ნაგები რამდენიმე მაღალსართულიანი საგვარეულო საბრძოლო-თავდაცვითი დანიშნულების ციხე-კოშკი. თავის დროზე ეკლესიის წინ, სამხრეთით ბუბაშვილების ციხე-კოშკი იდგა, სამხრეთ-დასავლეთით ეკლესიას ჩიჩხაშვილების ციხე-კოშკი უმშვენებდა მხარს. სალოცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით გოგოჩიშვილების ციხე-კოშკი ყოფილა აღმართული, კონცხის დასავლეთით კი ბელაშვილების ციხე-კოშკი მდგარა.

სოფელი გლოლა გაშენებულია მდინარე ჭანჭახის ხეობაში, რომელიც საგლოლოსთან მდინარე რიონს მარცხნიდან მიერთვის. ჭარბობს მაღალმთიანი რელიეფი. მდინარე ჭანჭახის ხეობის გავლით მამისონის სამხედრო-საავტომობილო გზით შესაძლებელია ჩრდილო კავკასიაში გადასვლა. ჭანჭახის ხეობას ჩრდილო-აღმოსავლეთით დვალეთის ერთი ნაწილი ესაზღვრება, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი ,,ჟღელეს ხევს” უწოდებს. ხევისაკენ მთავარი გზა მამისონის უღელტეხილით მიდის (ზღვის დონიდან 2850 მ-ზე) უღელტეხილისაკენ ჩვეულებრივ გლოლიდან დადიოდნენ.

მთის რაჭის სოფლებიდან ოსეთის მეორე მხარეში – დიგორშიც დადიოდნენ. ერთი უღელტეხილი ,,გურძივცეკის” სახელითაა ცნობილი, რაც ქართველთა მთად უნდა ითარგმნოს. ოსურად ,,გურძიაგ” ქართველს ნიშნავს, ,,ფცეგ”-მთას. ქართველები უღელტეხს ნოწარას გადასასვლელს ეძახდნენ.

გლოლა თოვლიანი მთებითა და მყინვრებითაა გარშემორტყმული, ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ბუბისა და ყარაგოუმის მთები. აღმოსავლეთით ჭანჭახის მთა, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე ჭანჭახი. Mამისონიდან დასავლეთისაკენ განლაგებულია მწვერვალები: ღვიორა, ჩხიჭა, დილამისის წვერი, შაქსის თავი და კატისწვერა. დასავლეთით აღმართულია მთა შოდა.

ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის მასივები, გამჭირვალე და მტკნარი წყაროები მინერალური წყლები, კაშკაშა მზე და სუფთა, ზომიერად შეზავებული, გრილი ჰავა საუკეთესო პირობებს ქმნის დასვენების, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სხეულის გაკაჟებისათვის. ამ საქმეს ემსახურება საქვეყნოდ განთქმული კურორტი “შოვი”.

კურორტი “შოვი” ზემო რაჭის მარგალიტია. თემიდან დაშორებულია 3კმ-თი. ზღვის დონიდან მდებარეობს 1520 მეტრზე. კურორტის შესწავლა და მშენებლობა დაწყებულა 1923 წლიდან. პირველი სანატორიუმი აშენებულა 1927 წელს. კურორტის სახელწოდება დაკავშირებულია ცნობილ ექიმ შამშე ლეჟავას სახელთან. Kკურორტი ცნობილია ინერალური წყლებით. იგი არის მთის კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი. Aაქ აღრიცხულია მინერალური წყლების 16 გამოსავალი, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით მიეკუთვნება ნახშირმჟავა-რკინიანი და ჰიდროკარბონატულ-კალციუმ-ნატრიუმიანი ტიპის წყლებს. იგი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა, სისხლნაკლულობის, ტუბერკულოზის და ნევრალგიური დაავადებების სამკურნალოდ. მინერელური წყლების აბაზანები, შეიძლება გამოვიყენოთ გულის კუნთების მოდუნების, ნევრასთენიის და საერთო სიმსუქნის დროს. ეფექტურია შოვის კურორტი ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ. ,,შოვი” განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის. დასვენებისათვის და მკურნალობისათვის საუკეთესო პერიოდია ივნის-სექტემბერი. მკურნალობის შედეგები დიდად არის დამოკიდებული კლიმატური ფაქტორების მიზანშეწონილ გამოყენებაზე.

საინტერესოა სოფელ გლოლის ისტორია. მთის რაჭის ერთი უმშვენიერესი სოფელი გლოლა ღირსეულად დარჯობს საქართველოს ჩრდილოეთის საზღვარს. სამწუხაროდ სოფელი ისტორიულად ჯერ კიდევ შეუსწავლელია. სერგი მაკალათიას თქმით: ,,მთის რაჭაში – ღებში ჭიორასა და გლოლაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, რამდენიმე საუკუნით ადრე ქრისტეს შობამდე, მაგრამ ამ მოსახლეობის ვინაობის გამორკვევა ჯერ-ჯერობით ძნელია”. როგორც ისტორიული ცნობებიდან ირკვევა გლოლა საისტორიო წერილობითი წყაროებში იხსენება 1432 წლიდან ალექსანდრე მეფის სიგელში, რომელიც შეეხება სვანებისა და რაჭული მოსახლეობის დაპირისპირებას. აი როგორ აგვიწერს გლოლას სახელოვანი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი: ,,არს გლოლა დაბ მსგავსი ციხისა, კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი”. ვახუშტისეული გლოლის ხევი მდინარე ჭანჭახია, ხოლო მისი შენაკადები ,, სხუა ხევი ორი” უნდა იყოს ბუბას წყალი და ბოყოს წყალი. რაჭაში ბევრი უცხოელი მოგზაურობდა, მათ შორის იყო შვეიცარიელი მეცნიერი დიუბუა დე მონპერე. მან იმოგზაურა 1833 წელს, აინტერესებდა რაჭის სიძველენი. ის კარგი მხატვარიც იყო, არის მისი ნახატი ,,გლოლა”, რომელიც ძალზე საინტერესოა.

ალექსანდრე მეფის სიგელში კდევ ერთი სოფელია მოხსენებული იგი გლოლას ანუ ჭანჭახის ხეობაში მდებარეობდა, ეს არის სოფელი ბუბა: ,,ბუბას კარგი ეკლესია ციხე და სოფელი ეკლესია კარგი ჯუარხატითა, ოცდახუთი გლეხი”-ვკითხულობთ აქ.

სოფელელი ბუბა დღეს აღარაა. ნასოფლარი გლოლას მიდამოებშია ბუბას მთის თავზე.

გლოლის მკვიდრი მოსახლეობის გვარებია: აზანიშვილი, ბაკურაძე,ბაღაშვიი, ბეთხოშვილი, ბელაშვილი, ბერიშვილი, ბესაშვილი, ბიძიშვილი,  ბიჭაშვილი, ბუბაშვილი,  გავაშელიშვილი,  გელოშვილი, გეჩიშვილი, გიორგაშვილი, გოგოჩიშვილი, გრიგოლიშვილი, გუტაშვილი, დადიშვილი, სულთანიშვილი, ჩიჩხაშვილი,  ჩოჩაშვილი, ხარებაშვილი, ჯიქიშვილი.

 

გამოჩენილი ადამიანები:

გლოლიდან არიან ცნობილი ადამოანები ტექნიკურ  უნივერსიტეტის დოცენტი, ბაკურაძე თამარი ილიას უნივერსიტეტის დოცენტი,ბეთხოშვილი იგორი – აგრარულ მეცნიერებათა  კანდიდატი,სულთანიშვილი შალვა – ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ბერიშვილი პარმენი  – ეკონომიურ მეცნიერებათა  კანდიდატი თსუ -ს დოცენტი,სულთანიშვილი ზაური –  თსუ-ს დოცენთი და სხვა.

 

1353498 download Ermakov._14387._Village_Glola images (1) images (2) images (3) images