დაგვიკავშირდით: (599224842)

ჭიორა

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუნი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: ჭიორა

მოსახლეობა: 85კაცი 37 კომლი

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

კოორდინატები: 42°44′34″ ჩ. გ. 43°33′20″ ა. გ.

მდებარეობა: ზ.დ 1380 მ. ონიდან 25 კმ

ფართობი: 11492,19

საზღვრები

დასავლეთით: დასავლეთიდან ესაზღვრავრება სოფ.ღები,

სამხრეთით : აღმოსავლეთიდან – სოფ.გლოლა

მდინარეები: მდებარეობს რიონის მარცხენა ნაპირზე

 

ისტორია:  იტორიულ წყაროებში მოიხსენიება XIV საუკუნიდან,ჭიორა ერთ-ერთი უძველესი სოფელია რაჭაში.მისი ისტორია იწყება  ბრინჯაოს  ხანიდან . ეს არცაა გასაკვირი, რადგან მთა რაჭა მთლიანად მოქცეული იყო ბრილის კულტურის არეალში. რიონის მარჯვენა შენაკადის  შხიროლის  მარცხენა მხარეს, ე.წ.  ხუციანთ გორაზე  გაითხარა  ანტიკური ხანის რამდენიმე საფლავი, სადაც  სხვა  არტეფაქტებთან ერთდ აღმოჩნდა ოქროს მონეტა, ასევე  ანტიკური ხანის არტეფაქტები  გამოჩნდა  სოფელში წმ.გიორგის ეკლესიის სიახლოვეს,ადგილი ნაციხვარში, სადაც ფეოდალური  ხანის ციხის ნანგრევებთან ერთად შეინიშნება სხვა შენობათა ნაშთებიც 1503 წელს  შედგენილი  ალექსანდრე  მეფის სიგელით „ ჭიორას ციხე და სოფელი თექუსმეტი კუამლი გლეხი“  16 კომლი იმ დროისათვის ცოტა არ იყო ერთი სოფლისათვის, თუ გავითვალისწინებთ,რომ თითოეული კომლი 20-25 სულზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო..

ჭიორის ტერიტორიაზეა ნასოფლარი ქვედა ვაჭა, რომელიც მდებარეობს სოფლის ზემოთ ჩრდ. დასავლეთით 2 კმ-ში, სადაც ჯერ კიდევ კარგად ჩანს  ნასახლარები. აქ უცხოვრიათ ბათხაძეებს,გობეჯიშვილებს, რეხვიაშვილებს და ცაგელიშვილებს.ბათხაძეები შემდეგ ქვემო რაჭაში გადასახლებულან ხოლო  დანარჩენები კი ჭიორაში ჩამოსულან საცხოვრებლად. რადგან არსებობდა ქვედა ვაჭა, უნდა ყოფილიყო ზედა ვაჭაც, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა დღეს აღარავინ იცის.  X საუკუნემდე მოაღწია ჭიორის დუროიანი სახლებისა და კოშკების ნაწილმა,რომელიც საოცარ  ლანშაფტს ქმნიდა სამწუხაროდ  დღესდღობით  ძველი მომხიბლაობის კვალი წაშლილია.

ტაძრები: რიონის მარჯვენა შენაკადის ლოღორულას ხეობაში (სოფლის მოპირდაპირედ) მდინარის მარჯვენა მხარეს, მთაში ორი სალოცავია- „ წმ. მარიამი“ და  „ საჯვარე“.ლოღორულის მარცხენა მხარეს კი შემთხვევით უპოვნიათ ჯვარი ( ხეზე გადაკრული  ოქროთი დაფერილი ვერცხლის ფირფიტა ) წარწერით: „ესე ჯვარი გაჭედილი ლოღორისა კლდისა ძირსა, ჯავარ ჯოღოლიანისა“  ჯვარი გადაუტანიათ ჭიორის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც 1940-იან წლებში მოუპარავთ მძარცველებს.ვარაუდობენ,რომ ჯვარი შოდის მონასტრის საოქრომჭედლო  სახელოსნოშია გაჭედილი,მით უფრო,რომ  ნახსენები ლოღორის კლდე  ზევიდან დაჰყურებს მონასტერს.

სოფლის სიახლოვეს (ქვემოთ ) რიონის მარცხენა ნაპირზეა სალოცავი „ მამაწმინდა“,სადაც კარგად შინიშნება შენობის კვალი ადრე აქ ეკლესია უნდა მდგარიყო.

სოფლის ზემოთ ნასოფლარ ქვედა ვაჭის მიდამოებში დგას ეკლესია „ კვირაცხოველი“,როგორც ჩანს ადრე ამ ადგილას მდგარა ღვთისმშობლის  ძველი ეკლესია,რომლის დაზიანების შემდეგ  1870 წელს აიგო ახალი საყდარი,საუკუნის შემდეგ ტაძარი დაინგრა და 1970 იან წლებში კვლავ აღადგინეს.

სოფელში  შემაღლებულ ადგილას  იდგა ძველი დროის წმ.გიორგის სახ. ეკლესია ტაძარი 1870 წლებში ჩამოქცეულა სიძველით და მის ადგილას აიგო სამნავიანი ეკლესია(აკურთხეს 1876 წელს)  XX საუკუნის მიწურულს  გურამ ჩაგელიშვილის სახსრებით და სოფლის მოსახლეობის ძალისხმევიტ დაიწყო ტაძრის საფუძვლიანი  რესტავრაცია, აშენდა ახალი სამრეკლო. ტაძარი 2002 წელს აკურთხა მეუფე ელისემ.~

ჭიორის წმ.გიორგის მღვდლები იყვნენ რეხვიაშვილი შიო (1817 – 1845 წწ),  რეხვიაშვილი იოვანე ( 1845 – 1857 წწ), რეხვიაშვილი მიხეილი ( 1857 – 1873 წწ), ლანდია მელიტონი ( 1873 – 1899 წწ), მეტრეველი ეგნატე ( 1899 – 1913 წწ ), გორდეზიანი დიანოზი ( 1913 -1917 წწ).

გიორგი ბოჭორიძე წერს წმ.გიორგის ეკლესია გაუტეხავთ  1923 წელს  და  გაუტაცნიათ  ვერცხლზე  ნაჭედი ნათლიმცემლის ხატი ხის ჯვარი ვერცხლით შემკული და    სხვა ნივთები

გვარები:  დღეს   ჭიორაში 3 გვარი ცხოვრობს გობეჯიშვილი რეხვიაშვილი და   ჩაგელიშვილი.ძველი საბუთებით კი ირკვევა  ,რომ   ბოლო საუკუნეებში აქ სახლობდნენ შემდეგი გვარები: ბათხაძე, გაგნიძე გობეჯიშვილი, დარჩიშვილი, დოდაშვილი, რეხვიაშვილი, ტოტობაშვილი, ფოცხვერაშვილი ჩაგელიშვილი

გამოჩენილი ადამიანები: ჭიორიდან არიან ისეთი ცნობილი ადამიანები როგორებიც არიან რეხვიაშვილი ალექსანდრე (საშა)- გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, რეხვიაშვილი ნიკო-ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, ცნობილი ეთნოლოგი, რეხვიაშვილი ვლასდიმერი ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, რეხვიაშვილი სერგო – ფილოსოფიურ  მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორიკოსი  მიხეილ რეხვიაშვილი, ფიზიკოსი გიორგი ჩაგელიშვილი და სხვა.

04 010 000111