დაგვიკავშირდით: (599224842)

       ღები

download (1)

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუნი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: დიდი ღები, პატარა ღები, გონა.

მოსახლეობა: 421 კაცი.  182 კომლი

მოსახლეობა სოფლებბის რაოდენობით: დიდი ღები -268 (კაცი) 126 (კომლი), პატარა ღები 138 (კაცი) 52 (კომლი), გონა 15 (კაცი) 4  (კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: – ქართველი 99 %

კოორდინატები:  42°45′43″ ჩ. გ. 43°30′55″ ა. გ.

მდებარეობა: ზღვის დონიდან 1450 მეტრ სიმაღლეზე

სოფლის ტერიტორია: გაშლილია 355 კვ.კმ-ზე

ტაძრები: სოფ.ღების მე-10- მე-11 საუკუნის ქრისტიასნულ ძეგლებს მიეკუთცნება: ღების (ზედქალაქის) მაცხოვრის, ღების ღვთისმშობლის, ბრილის წმ.გიორგის, თევრეშოს მთავარანგელოზის, შოდის წმ.გიორგის , გონის მთავარანგელოზის ტაძრები. ძველი ტაძრებიდან მხოლოდ გონის ეკლესიამ მოაღწია ჩვენამდე. დანარჩენები, მათ შორის ფიცრიხულისა და დედაღვთისას კოშკის გვერდით მდგარი კარის ეკლესია ნანგრევების სახითაა წარმოდგენილი. ამჟამად მოქმედი ტაძარი – (ღების მაცხოვარი ) საუკუნეთა მანძილზე ითვლებოდა რაჭის ერთ-ერთ ძლიერ სალოცავად. ძველი ტაძარი (ციხისკარი ) 1850 -იან წლებში დაზიანდა.1860 -იან წლებში მის მაგივრად აიგო ახალი ტაძარი ჯვარიყანაში, რომელიც 1949 წელს ათეისტებმა დაანგრიეს და 2000 წელს ღებელთა ძალისხმევით დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა 2005 წელს პატრიარქმა აკურთხა ტაძარი, მოახდინა ტაძრის ხელახლა სახელდება და ეწოდა ღების მაცხოვრის აღდგომის ეკლესია. მეორე ტაძარი – დედაღვთისა სვანური, „მურყვამის“ ტიპის კოშკი სოფ. ღებში, რომელიც გამოყენებულია სამლოცველოდ და ეწოდება „დედა ღვთისა“.

საზღვრები:  

ჩრდილოეთით კავკასიონის წყალგამყოფი ქედით ღებს ესაზღვრება      ყაბარდო –    ბალყარეთი და ოსეთი. ოსეთთან დამაკავშირებელია ზოფხითოსა და კირტიშოს (3462 მ) უღელტეხილები, რომლებსაც ურუხის ხეობაში გადავყავართ, ყაბალდო-ბალყარეთთან კი ფასის მთის უღელტეხილი (3452მ).

დასავლეთით სოფ.ღებს ემიჯნება ქვემო სვანეთის ზემო ნაწილი – ლაშხეთი და ამბროლაურის რაიონის სოფ.ურავი. სვანეთთან დამაკავშირებელია კატიწვერას გადასასვლელი (2910 მ), ხოლო სოფ.ურავთან ლუხუნის უღელტეხილი (2676 მ)

სამხრეთით შოდას ქედით ღებს ესაზღვრება მდ.საკაურას ხეობის რაჭის სოფლები – საკაო. ხიდეშლები.

აღმოსავლეთით სოფ. ღების მოსაზღვრეა მთარაჭის სოფელი ჭიორა. ღების რელიეფის ოროგრაფიულად დამახასიათებელ სახეს ქმნიან კავკასიონის და შოდა-კედელას მაღალი ქედები; მათივე კალთების მთაგრეხილები; მდინარეების რიონის , ჩვეშურის და მათი შენაკადების ხეობები; გორიბოლოს, ბრილი-ზოფხითოს, თევრეშოს, ღების ,გონა- კოდნარასა და ჭანჭახის ქვაბულები.

 

გეოგრაფია.

ცენტრალური კავკასიონის მთავარ და შოდას ქედებს შორის.მდ.რიონი სოფელს შუაზე ყოფს.

მდინარეები: ღები მდიდარია შიგა წყლებით

რიონი მთავარი მდინარე ( ძველი ფაზისი) სათავეს იღებს ფასის მთის კალთაზე, მისი სიგრძე ღების საზღვრებში 25 კმ.-ს აღემატება.

ჩვეშურის მდინარე სათავეს იღბს კირტიშოს მყინვარიდან.მისი სიგრძე 16 კმ.ია და იგი ღებში უერთდება დედამდინარეს.

ტბები: ღების ალპურ ზოლში 11 ტბაა (დაახ 30- 300მ2ფართობით)

ისტორია:  სოფ.ღები ისტორიულ-წერილობით წყაროებში 1503 წლიდან მოიხსენიება, მანამდე კი საუკუნეთა მანძილზე ღები სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა და მკვლევარებიც ტოპონიმ ღების წარმომავლობას სვანურ გარემოში ეძებენ. „ ღებ“ – სვანურად ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს.

ღების ხევი ცივიოლიზაციის დაახლოებით ორმოცდაათ საუკუნოვან მატიანეს ითვლის. აქ ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი მძლავრ ადგილობრივ მეტალურგიას. ძველი ქართული ტომი,კოლხებისპილენძს გონა-კოდნარას მიდამოებში მოიპოვებდნენ, სტიბიუმს მდ. ზოფხითურის სათავეებში,დარიშხანს მდ. ლუხუნის სათავეებში. ამის დამადასტურებელი 100 ზე მეტი მაღაროა მიკვლეული, რამდენიმე იარუსიანი ურთულესი გამონამუშვრებით. მადნეული თუ მეტალის სხმულები ბრილის სახელოსნოებში იყრიდა თავს,სადაც საბოლოოო სახეს იღებდა უბრწყინვალესი ბრინჯაოს ნივთების სახით.ბრილური ბრინჯაოს ნაწარმი შორს,მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გაჰქონდათ  სარეალიზაციოდ. გონა-კოდნარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, მდიდარი მასალა ჩვენი შორეულ  წინაპართა მაღალი განვითარებისა და კულტურის მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოსა და ანტიკურ ხანაში ღებზე  გადიოდა  გზები, რომლებიც ამიერ და იმიერ კავკასიას აკავშირებდა ერთმანეთთან. მე-16 საუკუნეში ღების ხევის სოფლები იყო: ფიცრიხულა, ბრილი, თევრეშო, შოდა, ჩვეშო.  ბრილი სოფ. ღების დასავლეთით მთებზე წყალთაშუა ტერასებზეა განლაგბული, რომლის სამაროვანიც რამდენიმე კულტურული ფენისგან შედგება. სამაროვანის უძველესი ფენა ეკუთვნის ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისს, ხოლო უახლესი, ახ.წ. III – IV საუკუნეებს. ბრილის უბრწყინვალესი ძეგლების აღმოჩენა, გამომზეურება, მაღალ მეცნიერულ დონეზე შესწავლა-დამუშავება და აღნიშნული კულტურისთვის საერთო კავკასიური და საკაცობრიო მნიშვნელობის მინიჭება მჭიდროდაა დაკავშირებული გამოჩენილი ქართველი მეცნიერის – ღების მკვიდრ გერმნე გობეჯიშვილის მეცნიერულ მოღვაწეობასთან. ბრილის ტერიტორიაზე 1939 წლიდან დაიწყო ძველი სამაროვანის არქოლოგიური გათხრა. სამაროვანი ოთხი ფენისგან შედგება, რაც იმას მოასწავებს, რომ იგი საუკუნეების განმავლობაში ყოფილა გამოყენებული.მთარაჭის არქიტექტურული ფორმები საოცარ მსგავსებას ავლენენ სვანურ არქიტექტურასთან. შეიძლება ითქვას, ეს არცაა მსგავსება, არამედ — იდენტურობა – გამეორება სვანური ხუროთმოძღვრებისა. სვანური მურყვამის ტიპის სამ-ოთხსართულიანი ღებური დუროიანი სახლი ერთდროულად ითავსებდა საცხოვრებელი და საბრძოლო–თავდაცვით ფუნქციებს. დუროიანი სახლის პირველი სართული სამურნეო დანიშნულების იყო. მეორე და მესამე სართული – საცხოვრებელი, მეოთხე – შენობის დამაგვირგვინებელი სართული – ქორედი დუროებით კი, საბრძოლო ბაქანს წარმოადგენდა. გადახურვა ორფერდა სახურავიანი იყო. ქორედს 16 საბრძოლო დუროს ატანდნენ (ოთხ-ოთხი ყოველ მხარეს). დუროიანის სახლის მეოთხე სართული – ქორედი მეტად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის და საინტერესოა, როგორც არქიტექტურულად, ისე კონსტრუქციული თვალსაზრისით. იგი სახლს გვირგვინივით ადგას. ქორედი გამოსულია გარეთ 15-20 სმ-ით, რაც მეტ ლაზათს ანიჭებს ნაგებობას მთლიანობაში. ღებში ჩვენს დრომდე შემორჩენილი იყო ერთი დუროიანი სახლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ დაინგრა და მისგან ნანგრევები დარჩა. ღების ხევში საბრძოლო დანიშნულების კოშკები შენდებოდა დუროიანი სახლი გვერდით და მასთან კავშირში. დუროიანი სახლის მესამე სართულის კედელში დატანებული კარი გვაფიქრებინებს, რომ მათ შორის უნდა ყოფილიყო გადასასვლელი, დამაკავშირებელი ხის ხიდი. ღებური კოშკი უმეტესად 6-7 სართულიანი იყო. სიმაღლე დაახლოებით 18-20 მეტრი. სიმაღლესთან ერთად კოშკი ვიწროვდება გარედან, რაც მეტ სიმაგრეს აძლევს ნაგებობას. კოშკის დამამთავრებელი სართული საბრძოლო-თავდაცვით ბაქანს წარმოადგენდა თორმეტი დუროთი (ყოველი მხრიდან სამ-სამი დურო). დასანანია, რომ ღებური თვალშეუდგამი კოშკებიდან მხოლოდ ერთიღა შემოგვრჩა დღემდე – დედაღვთისად წოდებული, რომელიც გასულ წელს შეკეთდა. ღების თემის ტერიტორიაზე საგუშაგო კოშკებს

გამოჩენილი ადამიანები: ღების გამოჩენილი ადამიანები- ალხიძე მაია-მედიცინის აკადემიური დოქტორი,ნევროპათალოგი, ალხიძე ვალერიანი-ფილოლოგი პოეტი გავაშელიშვილიმიხეილი- ცნობილი სასულიერო პირი,პედაგოგი პუბლიცისტი საზოგადო მოღვაწე.გავაშელი შალვა – გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, მეტეოროლოგიური ობსერვატორიის ყოფილი დირექტორი, გავაშელი გურამი – ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. გობეჯიშვილი კანდიდი- ცნობილი რევოლუციონერი,მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული,იუსტიციის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი 930 წლებში..გობეჯიშვილი მალაქია- ბიზანტიოლოგი , პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რაჭის ერობის თავმჯდომარე საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში.გობეჯიშვილი მიხეილი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. პროფესორი გობეჯიშვილი ნიკოლოზი არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი გოგრიჭიანი გენადი – ფილოსოფოსი. ლობჯანიძე თედო -ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი,ლობჯანიძე ბელა – ფილოლოგიური მეცნიერებათა კანდიდატი. ლობჯანიძე დავითი – სამართლის დოქტორი, ლობჯანიძე სოფიკო – პედაგოგიურ მეცნიერებათ დოქტორი და სხვა.

25353793_1540372019385519_8677788472484469561_n 22813954_1487377968018258_3619708176438340593_n 22788682_1487380511351337_6986239742776378819_n 22780479_1487380171351371_1182984258553261363_n 22730538_1487380068018048_2892842341806153951_n 22730441_1487379914684730_6965539425245659917_n 22728991_1487380408018014_5123566607772838147_n 22728679_1487380431351345_872392439472548479_n 22688841_1488152661274122_7224614133700548223_n 22688324_1487379501351438_3539252941261801246_n 22687863_1487380011351387_6024576881436157704_n 22555304_1487380401351348_8160356828467909464_n 22554728_1483866381702750_5431298560819839412_n 22195782_1470390153050373_8063867558716123734_n 22141110_1467977309958324_2422477559590156827_n 22141072_1467976023291786_1842705618009221943_n 22089848_1467976136625108_1616557006146750330_n 22089615_1467976873291701_809563751988992219_n 22089286_1467977099958345_4675794241202502121_n 111 102 020 019 018 017   016014   09 08 07 06 05