დაგვიკავშირდით: (+995) 599075095 | algach90@gmail.com

მუნიციპალიტეტი

 

ონის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. 1917 წლამდე ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1917 წლიდან 1928 წლამდე — რაჭის მაზრაში, 1929 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წლის მარტის ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით — ქუთაისის ოლქში, 1930 წლის ოქტომბრიდან — იყო დამოუკიდებელი რაიონი. 1963-1964 წლებში შედიოდა ამბროლაურის რაიონში. 1965 წლიდან გამოიყო დღევანდელი საზღვრებით და იყო დამოუკიდებელი რაიონი. ონის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ეკვრის ჯავის, დასავლეთით ამბროლაურისა და ლენტეხის, სამხრეთით საჩხერის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთი ოსეთისრესპუბლიკები. ფართობი 1326,3 კმ². ცენტრი ქალაქი ონი. მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 65 სოფელია.