4 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ ურიში“ ,შპს ‘ ბილდმენეჯმენტი “, შპს „ პირამიდა“, შპს „ ქართული ჯგუფი“, შპს „ კ და გ“ და შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან

4.10.2019წ.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ ურიში“ ,შპს ‘ ბილდმენეჯმენტი “, შპს „ პირამიდა“, შპს „ ქართული ჯგუფი“, შპს „ კ და გ“ და შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების, ქალაქ ონში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობის საკითხები, სოფლებში (ხირხონისი, ლაგვანთა, ღარი, ნიგავზები) ახალი ამბულატორიების მშენებლობის საკითხი, ისაუბრეს სოფელ ღებში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების , სოფლებში ქვედსა და უწერაში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და დასრულების ვადებზე
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.