30 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველმა მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ ბილდმენეჯმენტი“, შპს “მოედანი -2009“, შპს „ სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს, სევერო ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, შპს „ამბროლაურის ავტოგზა #10“ და შპს ” რაჭა-2005″-ის წარმომადგენლებთან

30.08.2019წ.

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველმა მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ ბილდმენეჯმენტი“, შპს “მოედანი -2009“, შპს „ სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს, სევერო ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, შპს „ამბროლაურის ავტოგზა #10“ და შპს ” რაჭა-2005″-ის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების, სოფელ ღების საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობი საკითხი, ისაუბრეს ბარი-მრავალძლის ,სოფელ შეუბნის და ღარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
მეწარმეებს მიეცა მითითება გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის გამო, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე ვადებზე და სხვა საყურადღებო საკითხებზე.