15 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრის საყვარელიძემ,მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა უწერის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან

15.08.2019წ

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრის საყვარელიძემ,მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა უწერის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თემში არსებულ პრობლემურ საკითხებს, განხორციელებულ და ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მოსახლეობას წარედგინათ მომავალი წლებისთვის დაგეგმილი პრიორიტეტული საკითხები,რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში მოაგვარებს სოფლებში დღემდე არსებულ პრობლემებს.