9 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინის”, შპს “გუგას ” კომპანიის წარმომადგენლობასთან და ი/მ ავთანდილ ჩიკვილაძესთან

09,08,2019

  მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინის”, შპს “გუგას ” კომპანიის წარმომადგენლობასთან და ი/მ ავთანდილ ჩიკვილაძესთან.
️ შეხვედრაზე განიხილეს სოფელ კვაშხიეთში შიდა საუბნო გზის და სოფელ ნიგვზნარაში სარიტუალო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საკითხი.
საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.