12 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – დიმიტრი საყვარელიძემ , სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

შ.პ.ს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინი”, შ.პ.ს “მოედანი 2009“, შ.პ.ს “რაჭა – 2005”, შპს „ დიოკნისე“, შ.პ.ს “ურიში” , კომპანიის წარმომადგენლობასთან, ასევე ი/მ თეიმურაზ სხიერელთან და ი/მ გიორგი გუგეშაშვილთან

მიმდინარე წლის 12 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – დიმიტრი საყვარელიძემ , სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შ.პ.ს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინი”, შ.პ.ს “მოედანი 2009“, შ.პ.ს “რაჭა – 2005”, შპს „ დიოკნისე“, შ.პ.ს “ურიში” , კომპანიის წარმომადგენლობასთან, ასევე ი/მ თეიმურაზ სხიერელთან და ი/მ გიორგი გუგეშაშვილთან.
შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ნიგვზნარაში წყალსადენის სისტემის მოწყობის, სოფელ გადამში- ჭვებარის გზის , სოფლების- ქორთა, კომანდელი, ხირხონისი, ქრისტესი თავშეყრის ადგილის, ფარახეთი – შარდომეთის წყალსადენის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საკითხები.
საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
შ.პ.ს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინის” ასევე სამეწარმეო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების, წარმომადგენლებს შეხვედრაზე მიეცა გარკვეული მითითებები და შენიშვნები მონიტორინგის შედეგად სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, რეგიონული კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედინი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content