ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

by magda

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება

მიმდინარე წლის 5 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ,პირველ მოადგილესთან – დიმიტრი საყვარელიძესთან, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა:
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მინერალური წყლის კეთილმოწყობის სამუშაოები.
დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები დეკორატიული ღობის მოსაწყობად.
შემსრულებელი: შ.პ.ს “ჯე-ტა”.
ღირებულება: 18172 ლარი.
ქ. ონში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობის სამუშაოები .
ღირებულება: 232 370 ლარი.
შემსრულებელი: შ.პ.ს “კ და გ”.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content