ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

by magda

მერის წარმომადგენლემა წარმოადგინეს ანგარიში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთნ დაკავშირებით

მიმიდინარე წლის 19 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრაზე მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ გააკეთა მოხსენება დაგეგმილ, გამოცხადებულ და დაკონტრაქტებულ სატენდერო პროექტებთან დაკავშირებით, ასევე შეაფასა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა.
მერის წარმომადგენლემა წარმოადგინეს ანგარიში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთნ დაკავშირებით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლზე.
მერმა ასევე მოისმინა ანგარიში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასრულებული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით.
ემზარ საბანაძის თქმით თითოეულ დასრულებულ პროექტზე მოსახლეობის აზრს უშუალოდ მათგან მოისმენს და პროექტიდან გამომდინარე, უარყოფითი შეფასების შემთხვევაში იქნება შესაბამისი რეაგირება როგორც შემსრულებელი მეწარმის, ასევე მაკონტროლებელი ზედამხედველების მიმართ. მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წარმომადგენლების და დეპუტატების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობას პროექტების შესრულების ხარისხის კონტროლის საქმეშ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content