17 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

მერმა სამსახურის უფროსებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ

17 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
მერმა სამსახურის უფროსებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გამახვილდა, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე და კულტურულ ღონისძიებებზე.
შეხვედრის დასასრულს მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას აუცილებელია ყველა სამუშაოს ხარისხიანად და შესაბამისი ვადების დაცვით შესრულება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შპს ” მოედანი 2009″ დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content