ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

by magda

თათბირზე მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ წარადგინა შესაბამისი კომისიის (სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი) ანგარიში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შედეგების შესახებ და წარმოადგინა კონკრეტული შენიშვნები შესრულების ვადებსა და ხარისხთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 12 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
თათბირზე მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ წარადგინა შესაბამისი კომისიის (სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი) ანგარიში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შედეგების შესახებ და წარმოადგინა კონკრეტული შენიშვნები შესრულების ვადებსა და ხარისხთან დაკავშირებით.
საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას და ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსაგვარებელ პრიორიტეტულ საკითხებს.
მერმა წარმომადგენლებისაგან მოისმინა ანგარიში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ემზარ საბანაძის განცხადებით- პროექტების განხორციელების ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება თითეული მერის წარმომადგენელი და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის აზრი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content