29 მაისს, ქართველი მსახიობის, რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის გიგა ჯაფარიძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

by magda

2019 წელი გიგა ჯაფარიძის საიუბილეო წელია , რომელთან დაკავშირებითაც იგეგმება კიდევ არაერთი ღონისძიების ჩატარება

დღეს 29 მაისს, ქართველი მსახიობის, რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის გიგა ჯაფარიძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში , გიგა ჯაფარიძის შემოქმედების მოყვარულებმა გაიხსენეს დიდი ხელოვანი, დაათვალიერეს თემატური გამოფენა. ღონისძიების ბოლოს მოეწყო გიგა ჯაფარიძის შემოქმედების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების ნაწყვეტების ჩვენება.
2019 წელი გიგა ჯაფარიძის საიუბილეო წელია , რომელთან დაკავშირებითაც იგეგმება კიდევ არაერთი ღონისძიების ჩატარება .
საღამოს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის წარმომადგენლები,ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
მადლობა ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრს ღონისძიების ორგანიზებისათვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content