9 აგვისტოს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართა წიგნის- “შუქურა ჯაფარიძე” პრეზენტაცია.

by magda

09.08.2022

9 აგვისტოს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართა წიგნის- “შუქურა ჯაფარიძე” პრეზენტაცია.
 ღონისძიება შუქურა ჯაფარიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
 შუქურა ჯაფარიძე დამსახურებული ქალბატონი, ღირსეული პედაგოგი, გოგებაშვილის პრემიის ლაურეატია. მიღებული აქვს უამრავი კარიერული ჯილდო.
ქალბატონ შუქურას ყველა იხსენებს როგორც გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანს.
 აღნიშნული პრეზენტაცია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ხელშეწყობით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ : ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მოადგილე გიორგი მარკოიშვილი, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, შუქურა ჯაფარიძის ოჯახის წევრები, კოლეგები, მოსწავლეები და ახლობლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content