ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად ყოველკვირეული თათბირი გამართა

by magda

08.08.2022წ.

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად ყოველკვირეული თათბირი გამართა, რომელსაც პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მერის პირველმა მოადგილემ, სფეროების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

სამუშაო შეხვედრაზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

გიორგი ნოდარიშვილმა, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები და დავალებები მისცა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content