სტიქია ონის მუნიციპალიტეტში

by magda

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ გლოლაში ადიდდა მდინარეები – ბოყოსწყალი, ილინე და ბუბაურა.

ბოყოსწყალმა დააზიანა სოფლის გაღმა უბანში  წყალსადენი სისტემა, აგრეთვე საცხოვრებელი სახლი და მისი საკარმიდამო-ნაკვეთი.

მდინარე ილინემ გაანადგურა გორიბოლოს არსებული წყლის სისტემა და საფრთხე შეუქმნა საგლოლოზე არსებულ საავტომობილო ხიდს.

დილიდან, სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინე კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი.

შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

უახლოეს დღეებში დაიწყება წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content