გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

by magda

09.04.2021წ.

დღეს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ონში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კულტურის სახლთან არსებული ვოკალური და ხალხური საკრავების შემსწავლელი წრის მოსწავლეები, ასევე შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი ” რაჭა”.
ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის ღამეს თავისუფლებას შეწირული გმირები და წარმოადგინეს ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია.
ღონისძიების დასასრულს, სიმბულურად, 9 აპრილის აღსანიშნავად, განათდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ონის ხიდი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content