9 აპრილი, ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

by magda

09.04.2021წ.

9 აპრილი, ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა .
8 აპრილს მოეწყო ამ დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმის ბოლოს მონაწილეებმა ყვავილებით და ანთებული სანთლებით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან გადაინაცვლეს და პატივი მიაგეს თავისუფლებას შეწურული გმირების ხსოვნას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილე ეკა მაისურაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებმა სიმღერებით კიდევ ერთხელ პატივს მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას
9 აპრილს კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content