საქართველოს ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში 26 თებერვალს, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

by magda

26.02.2021წ.

საქართველოს ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში 26 თებერვალს, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მერიის წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის სააქტო დარბაზში მოწყობილ იყო საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო და დოკუმენტური მასალების , ასევე მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა.
დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოკუპაციის რეჟიმს შეწირული ადამიანების ხსოვნას
მოსწავლეებმა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიების ბოლოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმის დამყარების და მისი შედეგების შესახებ, ასევე 70 წლით ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ გარემოებებზე.
როგორც ცნობილია, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, რომლის შედეგად დაპატიმრებული, გადასახლებულ ან დახვრეტილ იქნა ქვეყნის თავისუფლების იდეისთვის მებრძოლი ათასობით პატრიოტი.
ღონისძიების ბოლოს ერთად შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
დავით ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ღონისძიების ორგანიზებისთვის, საქართველოს ისტორიის გახსენებისა და პატივის მიგებისთვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content