ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

26.02.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
26 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად , გაცნობით შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „მპტ“, შპს „ ცოტნე“, შპს „ევროტექნიკსი’, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” , შპს „ ოვრო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, ,შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ზოგ ობიექტზე უამინდობის გამო შემაფერხებელ გარემოებებზე , პრობლემებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,
სამუშაო ობიექტების დროულად და ხარისხიანად შეესრულება მიზნით, დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის უახლოეს ხანში სამუშაო გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.