ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

07.12.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
7 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, ქალაქ ონში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო სანიაღვრე არხების წმენდა – რეაბილიტაციის მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნული სამუშაოები  აქტიურად,  გეგმა- გრაფიკზე ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება . დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.
შემსრულებელი – შპს „ მპტ“
ჯამური ღირებულება – 45807,60 ლარი.
დაფინანსების წყარო – 95% სახელმწიფო , 5% – ადგილობრივი ბიუჯეტი.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.