,,აგროგრაფი“ -კონკურსი პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის

by magda

04.11.2020წ.

,,აგროგრაფი“ -კონკურსი პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის
კონკურსი “აგროგრაფი” წარმოაგენს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთ საინტერესო კონპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის პროფესიების პოპულარიზაციას.
27 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროფესია გააცნონ ფართო აუდიტორიას ფოტო, ვიდეო და სტატიის სახით.
კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპად: ჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე. დარგის პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნული მასალები განთავსდება სოციალურ ქსელში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა ღონისძებებზე , სადაც დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ხდება. “კონკურსი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დაინტერესებას დაწახალისებას სწავლის, მუშაობის პროცესში გადაიღონ უნიკალური ფოტო-ვიდეო კადრები. ასევე დაწერონ საკუთარი გამოცდილების შესახებ საინტერესო სტატია, სადაც აღწერენ როგორია მათი პროფესიული ერთი დღე სოფლის მეურნეობაში. პროექტის ფარგლებში კონკურსი უკვე მეორედ იმართება. გასულ წელს ეს კონკურსი სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობდა და წელსაც ველოდებით დიდ გამოხმაურებას.
კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპად, ჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე.
საუკეთესო ნამუშევრები პერიოდულად განთავსდება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში,“ -აღნიშნა განათლების ექსპერტმა, ნიკოლოზ მესხიშვილმა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე wblgeorgia@gmail.com .პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივიუ ნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content