ახალი კორონავირუსის (covid-19 ) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება

by magda

20.10.2020წ.

ახალი კორონავირუსის (covid-19 ) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება.
კორონა ვირუსის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ შექმნილი მოხალისეთა 10 (მობილური) ჯგუფი, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად ონში არსებულ ყველა დაწესებულებაში, სავაჭრო ობიექტსა და საქალაქთაშორისო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგს გაუწევენ ობიექტებზე სადეზინფექციო საშუალებების სისტემატურ გამოყენებას, პირბადის ტარებასა და სოციალურ დისტანციას. ექიმებთან ერთად მონიტორინგს გაუწევენ მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის წესების დაცვას.
თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ონის მონიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ერთად ვიზრუნოთ როგორც საკუთარ , ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content