განცხადება

24.09.2020წ

მოსახლეობის საყურადღებოდ!
გაცნობებთ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბის ახორციელებს ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტებს, მათ შორისაა 220კვ. ორჯაჭვა ეგხ-ის „ონი-ლაჯანური“-ს მშენებლობა, რომელიც მოიცავს სორისა და ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (იხ.ლინკი- https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/26875).
აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირებისაგან შენიშვნები და მოსაზრებები მისი შემდგომში შესაძლო გათვალისწინების მიზნით. შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წერილობით წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 29 სექტემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
პატივისცემით, ონის მუნიციპალიტეტის მერია.