ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

22.09.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
22 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები დასრულებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ .
1. სოფელი შეუბანი – გზის და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს ” ლიზი”
ჯამური ღირებულება – 23 009 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% ადგილობრივი ბიუჯეტი
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.