სტიქიის შედეგად გარესამყროს მოწყვეტილ სოფელში მცხოვრებ პაციენტს ამინდის გაუმჯობესებისთანავე კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანენ

by magda

02.08.2020წ.

სტიქიის შედეგად გარესამყროს მოწყვეტილ სოფელში მცხოვრებ პაციენტს ამინდის გაუმჯობესებისთანავე კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანენ

დღეს, დღის მეორე ნახევარში, სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სიფელ ჭიორას მაცხოვრებელი შეუძლოდ გახდა.

მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის მიერ სოფლებში გუშინ გაგზავნილმა მედპერსონალმა.

უამინდობის გამო ვერ მოხერხდა ავადმყოფის გადმოსაყვანად სოფელ ჭიორაში ვერტმფრენის გაგზავნა.

ვინაიდან სახეზე იყო ინსულტის ნიშნები, სპეციალისტთან – ნევროპათოლოგან სატელეფონო კონსულტაციის შედეგად პაციენტს დანიშნული მედიკამენტები სოფელში მეხანძრე-მაშველებმა 9 კილომეტრამდე ტყის მასივის გავლით, ფეხით აუტანეს.

ხვალ, შესაბამისი კლიმატური პირობებისთანავე, ვერტმფრენი დაუყოვნებლივ შეასრულებს რეისს ავადმყოფის კლინიკაში გადასაყვანად. მის მდგომარეობას ადგილზე მუდმივ მეთვალყურეობას უწევს სოფელში არსებული მედპერსონალი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content