სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

02.08.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობისა და ადგილზე შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის კოორდინირებული მუშაობის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  ეფექტური მუშაობის ფონზე ონის მუნიციპალიტეტის დაზარალებულ სოფლებში მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. ამ დროის მონაცემებით, 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქე იქნა გადმოყვანილი, გადაყვანილი კი 21. საჭიროებიდან გამომდინარე სოფლებში-გლოლა, ხიდეშელები,მაჟიეთი, ჭიორა ექიმები შეიყვანეს.

სტიქიის დროს ელექტროენერგია 14 სოფელს შეუწყდა, ამ ეტაპის მონაცემებით, ელექტროენერგია აღდგენილია და უჭყვეტ რეჟიმში, 10 სოფელს მიეწოდება. დარჩენილ 4 სოფელში აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ ღებს დენი გენერატორის მეშვეობით საათობრივად მიეწოდება. ელექტროენერგია აღდგა შემდეგ სოფლებში-ნაკიეთი, ფარავნები, გომი, ჯინჭვისი, ნიგავზები, საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი,ბორცო, ხიდეშლები, ელექტროენერგიის გარეშე კი ამ დროისთვის, გლოლა, შოვი, ჭიორა და ღებია დარჩენილი.
სტიქიის შედეგად საავტომობილო გზები 16 სოფელში იყო დაზიანებული. დღეის მონაცემებით 11 სოფელში გზა რეაბიტირებულია, 128-ე მაგისტრალზე, უწერა-გლოლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,უგზოოდ რჩება 5 სოფელი-მაჟიეთი, ხიდეშლები,გლოლა,შოვი,ჭიორა, ღები..სოფელ მაჟიეთსა და ხედეშლებში მდინარე საკაურასა და ბოდეურაზე მოეწყობა ერთი ცალი სარმის დროებითი ხიდი,რომლის დამონტაჟებისთვის ერთი კვირაა საჭირო.
საგანგებოდ შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი მუდმივ კონტაქტში იმყოფება დაზარალებულ მოსახლეობასთან, საჭიროებებს ეცნობა და შესაბამის დახმარებას ანხორციელებს. სოფლებში მოძრავი მაღაზიების მეშვეობით ხალხს საჭირო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები მიეწოდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content