განცხადება

29.07.2020წ.

28 ივლისს, მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა დააზიანა ონის მუნიციპალიტეტში ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.