ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

25.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ უწერაში ( ჟამიერეთუბანი) და ნიგავზებ – ფარავნეშში დასრულებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა,

შემსრულებელი – ი/მ ციური რაზმაძე
ჯამური ღირებულება – 17151 ლარი.
უწერა (ჟამიერეთუბანი) -7923 ლარი
ნიგავზებ – ფარავნეში – 9230 ლარი
დაფინანსების წყარო – ადგილობრივი ბიუჯეტი
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.