დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

 24.06.2020წ.

24 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.
წარმომადგენლებმა მერის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღეს მითითებები, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში მათი საქმიანობა ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content