ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

22.06.2020წ.

22 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შესახებ, რომელმაც მსოფლიო ბანკის ექსპერტის მხრიდან უმაღლესი შეფსება დაიმსახურა , აღნიშნული პროგრამის მიზანს კი ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურად გაძლიერება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებს ეხმარება, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები რეგიონში. სამოქმედო გეგმების შერჩევის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, განიხილეს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა აქტუალური საკითხები. სამსახურების ხელმძღვანელებმა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს.