ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსთან, თამთა ტეფნაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ორგანიზაცია “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის” წარმომადგენლებთან – ეკა მესხრიკიძესთან და თამარ ვაწაძესთან

20.06.2020წ.

9 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსთან, თამთა ტეფნაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ორგანიზაცია “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის” წარმომადგენლებთან – ეკა მესხრიკიძესთან და თამარ ვაწაძესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2 მნიშვნელოვანი პროექტის კონცეფცია, რომელიც სლოვაკურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „სოსნა“ – ერთად განხორციელდება. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე სამომავლო თანამშრომლობაზე.

დავით ჩიკვაიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაცია “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს” მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტების განსახორციელებლად.