ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსთან, თამთა ტეფნაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან

by magda

19.06.2020წ.

19 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსთან, თამთა ტეფნაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.

მხარეებმა დაადასტურეს მზაობა ონის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის საელჩოს შორის თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ. აღინიშნა, რომ იაპონიის საელჩოსათვის პრიორიტეტულია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რა კონტექსტშიც გათვალისწინებული იქნება ონის მუნიციპალიტეტის საჭიროებები. ამასთან, ხაზი გაესვა ონში იაპონური კომპონენტის გაჩენის აუცილებლობას, რისთვისაც უახლოეს მომავალში კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება.

შეხვედრაზე აგრეთვე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის საფირმო კერძ “შქმერულის” პოპულარობა სწრაფი კვების ქსელ Matsuya-ს დამსახურებით მთელი იაპონიის მასშტაბით განუხრელად იზრდება. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ დაგეგმონ შემდგომი ღონისძიებები შქმერთან ხსენებული ქსელის დაკავშირების თვალსაზრისით, რის თაობაზეც მერიას და ორივე ქვეყნის საელჩოებს შორის დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

შეხვედრის დასასრულს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა იაპონიის საელჩოს საჩუქრად გადასცა რაჭული ოდის მოტივებზე შექმნილი თექა და მისი აღმატებულება, ელჩი უეჰარა ქალაქ ონში მოიწვია.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content