ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

15.06.2020წ.

15 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სამსახურის ხელმძღვანელები გაეცნენ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს 12 ივნისის გადაწყვეტილებას, საჯარო სექტორში, უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელი შეზღუდვების და პრევენციული ღონისძიებების შესახებ,
ასევე ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების თაობაზე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს. ამასთან, განიხილულ იქნა საერთაშორისო პარტნიორებთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები,
შეხვედრაზე მერის მოვალეობის შემსრულებლისგან გაიცა კონკრეტული დავალებები, რომელთა შესრულებაც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content