ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში მდებარე კვების ობიექტებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან

by magda

12.06.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში მდებარე კვების ობიექტებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს კორონა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შემდეგ ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯანდაცვის უწყების მიერ დადგენილი რეგულაციებისა დაცვასა და დანართი 16-ის შესაბამისად სასტუმროებისთვის განკუთვნილ ზოგად რეკომენდაციებზე, ასევე ნორმებზე, რომლებიც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია.
აღნიშნულის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც დამსწრე პირებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მერის მოვალეობის შემსრულებლისაგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content