ქალაქ ონში, აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

by magda

27.05.2020წ.

ქალაქ ონში, აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა.
26 მაისს, ბაზრის შიდა და გარე ტერიტორიაზე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით , ბაზრის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები , დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად , იცავენ სათანადო დისტანციას და საჭირო წესებს .
27 მაისს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მისულ მოქალაქეებს ადმინისტრაცია სადეზინფექციო საშუალებებით მომარაგებული დახვდა. ასევე ჩატარდა მასობრივი თერმოსკრინინგი.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში, ლევან შერაზადიშვილთან ერთად, იმყოფებოდა აგრარულ ბაზარში და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.
ბაზრის მომსახურების წესის და ჰიგიენის დაცვის კონტროლის მიზნით მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content