მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

by magda

09.05.2020წ

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა!!!.

ომის გმირები უფლის რწმენით , საკუთარი სამშობლოს სიყვარულით იბრძოდნენ. მათი გმირობის ისტორიები ერთმანეთს გავს, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ გვიყვებიან. ტკივილით იხსენებენ ბრძოლის ველზე დაკარგულ გმირ მეგობრებს,. ონის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანი გვყავს- გაბრიელ რეხვიაშვილი 100 წლის და ბიჭიკო კერესელიძე 99 წლის. მათი თავდადების ისტორიები შთამომავლობას, საქართველოს დარჩება. მადლობა სამშობლოსთვის თავდადებულ ყველა გმირს, რომელმაც 9 მაისი გადააქცია გამარჯვების დღედ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანები , საამაყო მამულიშვილები გაბრიელ რეხვიაშვილი და ბიჭიკო კერესელიძე. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება არ ივიწყებს ამ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლეს გამარჯვებისათვის და მშვიდობიანი მომავლისათვის.
ომის ვეტერანებს- გაბრიელ რეხვიაშვილს და ბიჭიკო კერესელიძეს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიმბოლური თანხა გადაეცათ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content