ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

29.03.2020წ

ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოინახულა.
რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ სამუშაოებს შპს “იერი” ასრულებს.
პროექტის ღირებულება 1 991000 ლარია და მოიცავს აღმაშენებლის ქუჩის, აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაციას და საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობას.