ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით ახალ covid 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

by magda

28.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით ახალ covid 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.

ემზარ საბანაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

სადენზიფექციო სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო და მოსახლეობა გაესაუბრა.

როგორც ემზარ საბანაძემ აღნიშნული ბინების მაცხოვრებლებთან საუბრისას აღნიშნა, რეკომენდაციით გათვალისწინებული წესების დაცვა აუცილებელია.

ასევე მან, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ვირუსთან ბრძოლის საქმეში და ადგილობრივებს სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდათ.

სადეზინფექციო სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content