ემზარ საბანაძემ სანუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან

by magda

05.02.2020წ.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებტან.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მომდევნო ეტაპები,ზამთრის სეზონთან დაკავშირებით შიდა სასოფლო გზების მდომარეობა.
მერის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ინდივიდუალურად გაიარეს და განიხილეს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტები და დაფინანსების საკითხები.
თათბირს ესწრებოდა ა(ა) იპ ონის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ხელმძღვანელი ნონა ბაკურაძე რომელმაც წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია კორონა ვირუსის გავრცელების მონიტორინგთან დაკავშირებით და კონკრეტული მითითებები მისცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობისათვის.
ჩინეთიდან ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის, შემთხვევათა გამოვლენის, ეპიდსიტუაციის ზოგადი მონიტორინგის, სწრაფი და ადექვატური რეაგირების,ინფორმირებისა და სიტუაციის მართვის მიზნით მ.წ. 28 იანვარს გამოიცა და ძალაში შევიდა საქართველოსმთავრობის N 164 განკარგულება (საქართველოში ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ), რომლის თანახმადაც სხვადასხვა სახელმწიფო სტუქტურებს ევალებათ მათი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება.
აღნიშნულ ღონისძიებათა ოპერატიულად განსახორციელებლად საქართველოს კანონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ფარგლებში ა(ა) იპ ონის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ ინფორმაციას და მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებმა და განსაკუთრებით იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, სადაც დასაქმებული არიან ჩინელი მოქალაქეები, ასევე სასტუმროთა მეპატრონეებმა დროულად მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენთან დასაქმებული ან საცხოვრებლად (ან დროებით შემოსული) მოსული ყველა იმ პირის შესახებ, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, (ეხება ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეს) რათა მოხდეს მათი სათანადოდ ინფორმირება და შესაბამისი მეთვალყურეობა ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით. ასევე მოსალოდნელია კვლავ იჩინოს თავი წითელას შემთხვევებმა. ამიტომ, სოფლის თემის რწმუნებულებს ვთხოვთ ასევე წარმოადგინონ იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც არ არიან აცრილი წწყ ვაქცინით

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content